Error
წაღვერის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა
წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს ისევ გასარემონტებელი შენობით ხვდებიან . სკოლის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი სხვა შენობაში გაგრძელდება. წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოფილი აგროუნივერსიტეტის ლაბორატორიის შენობაში გადაინაცვლებენ. ისინი აქ სავარაუდოდ მიმდინარე სასწავლო წელს გაატარებენ, რადგან სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 7 თვეა საჭირო.
Print