ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა. ამჯერად შეხვედრის თემა 1918-1921 წლების ისტორიული მოვლენები და ის ადამიანები იყვნენ, ვინც ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. შეხვედრა ნიკოლოზ წულუკიძესთან, კომპანია IDS ბორჯომი-საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.

კომპანიისა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა ახალგაზრდული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც გასულ კვირას მოეწყო ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. საღამო კონცერტით და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებით დასრულდა.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით, ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებს ხშირად ხვდებიან თავის სფეროში წარმატებული ადამიანები.

Print