ბორჯომის ტრენინგ ცენტრის 300-მდე მოსწავლე და მასწავლებელი დაჯილდოვდა
ბორჯომის ტრენინგ ცენტრმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებზე და მიღწეულ წარმატებებზე, შედეგებზე. დაჯილდოვდა 300-მდე წარჩინებული მოსწავლე და წარმატებული პედაგოგი. სერთიფიკატები, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ მათ, ვინც შემოქმედებით კონფერენციებში, კონკურსებში ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და დააჯილდოვა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა.
Print