ბაკურიანში წყლის და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება - უწყებათაშორისი შეხვედრა ზამთრის კურორტზე
17:39 / 21.03.2024
ბაკურიანში უწყებათაშორისი შეხვედრა
გაიმართა. შეხვედრა იმ პროექტების განხილვას დაეთმო, რომლის
განხორციელებაც ზამთრის კურორტზე 2023 წლიდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ
დასრულებულა.ასევე ისაუბრეს 2024 წელს დაგეგმილ
პროექტებზე. ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მოწვევით, შეხვედრას
სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ყველაზე მასშტაბურმა პროექტმა, რომელიც წელს დაიწყება, ბაკურიანში
მთავარი პრობლემა უნდა მოაგვაროს. წყლის და საკანალიზაციო სისტემის
მოსაწესრიგებლად 4 წლიანი პროექტი განხორციელდება, რომლის ჯამური
ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტი იქნება. პროექტი ცენტრალური
ბიუჯეტიდან ფინანსდება. ტენდერში უკვე გამარჯვებულია 3
კომპანია.