როდის იწყება საჯარო სკოლებში სწავლა
კანონით დადგენილი განრიგის მიხედვით, საჯარო სკოლებში 2023-2024 წლის პირველი სემესტრი 15 სექტემბრიდან დაიწყება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. 30 დეკემბრიდან 14 იანვრამდე კი ზამთრის არდადეგები იქნება.

სწავლის დაწყების და დასრულების, ასევე არდადეგების თარიღები განათლების სამინისტროს მიერაა დადგენილი და იცვლება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.

გთავაზობთ კანონით დადგენილი არდადეგების განრიგს:

30.12.2023 - 14.01.2024 - ზამთრის არდადეგები
08.03.2024 - 14.03.2024 - საგაზაფხულო არდადეგები
03.05.2024 - 06.05.2024 - სააღდგომო არდადეგები

2023-2024 სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.


Print