ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა
დღეს, 29 აგვისტოს, ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა. https://online.naec.ge/defonline/ აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება"- ნათქვამია განცხადებაში.
Print