ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის
28 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოსაცდელებისათვის ღია კარის დღეს გამართავს. 15:30 საათიდან 16:30 საათამდე ცენტრის წარმომადგენლები რეგისტრირებულ აპლიკანტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საგამოცდო პროცესთან და წესებთან დაკავშირებით.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ონლაინ რეჟიმში დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები იმ ადამიანებისაგან, რომლებიც გამოცდების ორგანიზებაში უშუალოდ არიან ჩართულნი.


შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება.

დასწრება შესაძლებელია სპეციალური ბმულის მეშვეობით. ინფორმაციას "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ავრცელებს.
Print