ბორჯომში ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული ბაკურიანის სკოლის გუნდი გახდა
ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?" გაზაფხული - ზაფხულის სეზონი დასრულდა. გამარჯვებული ბაკურიანის საჯარო სკოლის გუნდი „ალციდები“ გახდა. სეზონის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული კი ამავე გუნდის წევრმა გიორგი მაისურაძემ მოიპოვა, რომელსაც გარდამავალი "ბროლის ბუ" გადაეცა. მეორე და მესამე ადგილი N3 და N1 საჯარო სკოლების გუნდებმა გადაინაწილეს. გამარჯვებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან დაჯილდოვდნენ.
Print