ბორჯომელი მოსწავლე დიმიტრი ჯაფარიძე სწავლას ბუდაპეშტში გააგრძელებს
ბორჯომელი მოსწავლე დიმიტრი ჯაფარიძე სრული დაფინანსებით ბუდაპეშტის ბიზნეს სკოლაში გააგრძელებს სწავლას საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტზე.

ის ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე და ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეა.

დიმიტრიმ, სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტიდანაც მიიღო დადებითი პასუხი და დაფინანსება, მაგრამ როგორც თავად ამბობს, საუკეთესო შემოთავაზების გამო, ამ კონკრეტულ უნივერსიტეტზე შეაჩერა ყურადღება.

გასულ სასწავლო წელს დიმიტრი ჯაფარიძე ამერიკაში, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით სწავლობდა სადაც მან წარმატებით დაამთავრა სკოლა. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული Erasmus+ ის გაცვლით პროექტში, სლოვაკეთში ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის დახმარებით.
Print