ტრენინგი SJMC-ში, ბორჯომის და ნინოწმინდის სამოქალაქო ჩართულობის განახლებული ჯგუფებისთვის
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, პრიორიტეტული გამოწვევების გამოვლენა და ასე შემდეგ - ბორჯომში ორი დღის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ორგანიზებით, ტრენინგი მიმდინარეობდა. სემინარი ბორჯომის და ნინოწმინდის სამოქალაქო ჩართულობის განახლებული ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა.

ტრენინგი გაიმართა პროექტის "თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა საჭიროებაზე დაფუძნებული ადვოკატირებისათვის" ფარგლებში და მას SJMC, NDI-ს და USAID -ის მხარდაჭერით ახორციელებს.

Print