თამარ აბრამიშვილი სამცხე ჯავახეთის წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლად დასახელდა
სამცხე-ჯავახეთის წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლად დასახელდა თამარ აბრამიშვილი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა დღეს, 25 მარტს გაიმართა.

ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წლის წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
Print