"ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ ინგლისურს" - ახალქალაქში ამერიკული სივრცე გაიხსნა
ამერიკის ელჩი საქართველოში სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა. კელი დეგნანს სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლეს. შემდეგ კი ელჩმა, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში ამერიკული თარო გახსნა. ლენტი საზეიმო ვითარებაში კელი დეგნანმა გაჭრა და ახლადგახსნილ თაროზე წიგნები განათავსა. დიპლომატმა სკოლა დაათვალიერა, პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა და მათ სასწავლო პროცესს გაეცნო. საქართველოში ეს უკვე მე-17 ამერიკული სივრცეა, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა.
Print