ბორჯომელ პედაგოგს ვალერი ჟადანს "საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის" წოდება მიენიჭა
ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება მიენიჭა ბორჯომის საზოგადებისათვის კარგად ცნობილ და ღირსეულ პედაგოგს ვალერი ჟადანს.

ვალერი ჟადანის ჯილდო



ვალერი ჟადანი1985 წლიდან შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ფიზკულტურასა და სპორტში ის არის სპორტული ცხოვრების სულისჩამდგმელი და ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

მან არაერთი წარმატებული მძლეოსანი აღუზარდა საქართველოს ნაკრებს. მისი აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაში. ვალერი ჟადანის ხელმძღვანელობით ჩატარებულა და დღესაც წარმატებით ტარდება სხვადასხვა დონის შეჯიბრებები საერთაშორისო, საქართველოს თუ რაიონული მასშტაბით.

იგი გახლავთ პროფესიონალი მწვრთნელი, არის სპორტის ოსტატი მძლეოსნობაში, მიღებული აქვს მრავალი წამახალისებელი ჯილდო სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან.

ვალერი ჟადანი 37 წელია მუშაობს და წარმატებით აგრძელებს მუშაობას ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში. არის უფროსი მასწავლებელი. გამუდმებით ზრუნავს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის. ის უყვართ, პატივს სცემენ როგორც სასკოლო, ისე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზოგადოებაში.

იხილეთ ტელეკომპანია "ბორჯომის" მიერ მომზადებული სიუჟეტი ვალერი ჟადანის "ადამიანური ისტორია".




Print