საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება.
დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი შემდეგ ბმულზე: https://directors.mes.gov.ge

აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge

26 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს ექნებათ საშუალება, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:

სკოლის დირექტორის სტანდარტი;
განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები;
სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება;
სასკოლო კურიკულუმის შემუშავება;
სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი;
სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;
ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;
მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა;
10. საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია;


11. მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები;

12. სასკოლო კულტურის ფორმირება.

სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
Print