მოსწავლეების და სკოლების სამზადისი ახალი სასწავლო წლისთვის
ბერუაშვილების ოჯახს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ორი მათგანი ხვალ, 15 სექტემბერს სკოლას უბრუნდება. მშობლების თქმით, სასკოლო ნივთების ნაწილი უკვე შეიძინეს. თუმცა ნაწილის შეძენა მომდევნო ხელფასისთვის გადადეს.. ამ ეტაპისთვის ხარჯმა 700 ლარზე მეტი შეადგინა


15 სექტემბრიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყება ბორჯომის ოცივე საჯარო სკოლაში. მათგან ორი სასწავლო პროცესს სხვა შენობებში განაახლებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტს წელს 300-ზე მეტი პირველკლასელი ეყოლება. როგორც ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში ამბობენ, სასწავლო დაწესებულებები სრულად მზად არიან ბავშვების მისაღებად და სწავლას ფიზიკურ სივრცეში შეძლებენ.

რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს- ამ ატპისთვის გაუქმებელია პირბადის ტარების ვადლდებულება და თერმოსკრინინგი

2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას


Print