როგორ ემზადებიან ბორჯომის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის
ბორჯომის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ბორჯომის 11 საბავშო ბაღში ამ დროისთვის 185 აღსაზრდელი დარეგისტრირდა.
რეგისტრაცია 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება კოვიდ რეგულაციებს, დახურულ სივრცეში მოხსნილია პირბადის ტარების ვალდებულება.
2022-2023 სასწავლო წლებში, ბორჯომის საბავშვო ბაღებს 800-ზე მეტი აღსაზრდელი ეყოლება.

Print