ბორჯომის №4 საჯარო სკოლა მოსწავლეებს 2023 წლის სექტემბრიდან მიიღებს
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის #4 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. ამჟამად მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები და შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება.

თავდაპირველად, შენობის რეაბილიტაცია 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, თუმცა რამდენიმე ავარიული ნაწილის აღმოჩენის შემდეგ, საჭირო გახდა სამუშაოების შეჩერება და ცვლილების შეტანა როგორც პროექტში ასევე ბიუჯეტში.

ინფრასტრუქტურული პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. იხარჯება 2 მილიონ ლარამდე.

სამუშაოების დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება. განახლებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა მოსწავლეებს სექტემბრიდან მიიღებს.

Print