32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გახდა ცნობილი. აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

NAEC-ის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 1500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი, 50%-იანი გრანტი კი - 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

„8 000 არის ისეთი აბიტურიენტი, რომელიც კონკურსს გამოეთიშა, მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებმაც ზღვარი ყველა საგანში გადალახული ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის პროგრამები არ აირჩიეს, ან ისეთი პროგრამები აირჩიეს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, ამ კონკურსს გამოეთიშნენ,“ - განაცხადა სოფიო გორგოძემ.


2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

Print