დღეს ცნობილი გახდება ეროვნული გამოცდის პირველად შედეგები ისტორიასა და ზოგად უნარებში
დღეს, 5 აგვისტოს, ცნობილი გახდება ეროვნულიგამოცდის პირველად შედეგები ისტორიასა და ზოგად უნარებში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტებს ეს საგნები ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს კონკრეტული საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.

მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 30%-ზე (24.00 ქულაზე) მეტი.

შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 8 აგვისტოდან. დეტალები გამოქვეყნდება.

Print