„სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე ვერ ვიჯერებდი, რომ მაქსიმალური ქულა ავიღე“- ანა ყიფიანი
60-დან 60 ქულა-ბორჯომელმა აბიტურიენტმა ანა ყიფიანმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა მიიღო.

„ამ შედეგს არ ველოდი სიმართლე გითხრათ, მაღალ ქულას ველოდი 55-ზე მაღალს, მაგრამ მაქსიმალურ ქულას თუ ავიღებდი არ მეგონა. მე თვითონ არ მინახავს ჩემი ქულა, ჩემმა მეგობარმა მითხრა და სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე ვერ ვიჯერებდი, რომ მაქსიმალური ქულა ავიღე. ხათუნა ლომიძეს- ჩემს დამრიგებელს და რეპეტიტორს მადლობა მინდა გადავუხადო, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღებაში“.

ანა ბორჯომის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ამბობს, რომ მიღებული ქულები სკოლაში სისტემატური და გაძლიერებული მეცადინეობის შედეგია. სამართალზე აბარებს. სასწავლებლების ჩამონათვალში პირველი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი აქვს მითითებული. რაც შეეხება მოლოდინებს, შემდეგ საგნებში 90-ზე მაღალ ქულას ელოდება.

„მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ. მთავარია დრო გადაანაწილონ სწორად მთელი წლის განმავლობაში“- ამბობს ანა ყიფიანი.

Print