რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე
დღეს, "გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა", გამოაქვეყნა თუ რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შესასვლელად.

აპლიკანტმა, გამოცდაზე მისვლისას თან უნდა იქონიოს, პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი.

სურვილის შემთხვევაში,აბიტურიენტს შეეძმება გამოცდაზე თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით, საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით) და პირბადე.

"გამოცდების ეროვნული ცენტრი" აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის გამორთულ მდგომარეობაში შეტანა.

გამოცდაზე მისულ პირს, დამატებითი ნივთების დატოვება ნივთების შესანახ სივრცეში შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ საგამოცდო პროცესი 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.
Print