როდის განახლდება ბორჯომი №4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
ბორჯომის ნომერ მეოთხე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპისთვის შეჩერებულია. ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოების რამდენიმე თვის წინ შეჩერების შემდეგ, ადგილზე აღარავინ გამოჩენილა.
მათთვის უცნობია, როდის განახლდება რეაბილიტაცია. ახალი უბნის მცხოვრებლებისთვის გაურკვეველია, როდიდან შეძლებენ მათი შვილები სკოლაში დაბრუნებას.


Print