"ინიციატივები ცვლილებებისათვის" - შეხვედრა ბორჯომში ახალგაზრდებისთვის
რატომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო აქტივიზმი, რას შეცვლის ახალგაზრდების გააქტიურება და როგორ შეიძლება რეგიონების განვითარება საზოგადოებრივი ინიციატივების საფუძველზე, ამ თემაზე ბორჯომის ახალგაზრდულ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ბორჯომელმა ახალგაზრდებმა დემოკრატიის პრინციპებზე იმსჯელეს და ჯგუფების მიხედვით ინიციატივები შეიმუშავეს.

„ინიციატივები ცვლილებებისათვის“, ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ალიანსი საზოგადოების წინსვლისთვის“, ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Print