საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 38 მოსწავლე უკვე ჩაირიცხა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, ამ დროისთვის თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 უკვე ჩარიცხულია.

მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში სასურველ ენაზე მიიღონ განათლება.
Print