ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხრა საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ომიკრონის გავრცელების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული 9 სკოლა:



1. ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე იქნება 11 თებერვლის ჩათვლით.

2. ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლა, სწავლას ფიზიკურ სივრცეში შემდეგი კვირიდან განაახლებს.

3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლა 7 თებერვლის ჩათვლით იქნება დისტანციური სწავლების რეჟიმზე.

4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე 8 თებერვლის ჩათვლით იქნება.

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლა მომდევნო კვირიდან დაუბრუნდება ფიზიკურ სივრცეს.
სკოლა დისტანციურ სწავლებაზე 27 იანვრიდან გადავიდა და 4 თებერვლის ჩათვლით ჰქონდა იზოლაციის პერიოდი.

6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლა 11 თებერვლის ჩათვლით იქნება დისტანციური სწავლების რეჟიმზე.

7. ლიკანის საჯარო სკოლა 7 თებერვლის ჩათვლით დარჩება ონლაინ სწავლებაზე.

8. ქალაქ ბორჯომის N6 საჯარო სკოლა -11 თებერვლის ჩათვლით იქნება დისტანციურ რეჟიმზე.

9. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის საჯარო სკოლაც 11 თებერვლის ჩათვლით იქნება დისტანციურ სწავლებაზე.



ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

 

Print