ბორჯომში Access პროგრამა გრძელდება
ბორჯომში აქსესის პროგრამა გრძელდება. ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის ახალი ნაკადი სწავლას თებერვლიდან დაიწყებს.
ტესტირების საფუძველზე შეირჩევა 25 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი ბორჯომის საჯარო სკოლების 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის არის გათვლილი. აქსესის პროგრამა, რომლის მიზანია მოზარდებში ინგლისური ენის ცოდნის უნარების გაზრდა, PH International- ისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ბორჯომში 2020 წლიდან ხორციელდება. პროგრამის პარტნიორია ბორჯომში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“.

Print