ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან, სამი სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

წერტილოვანი შეზღუდვებია დაწესებული სხვა სკოლებში. კოვიდის დადასტურების შედეგად, ზოგიერთ სკოლაში კონკრეტულმა კლასებმა სწავლა ფიზიკურ სივრცეში შეწყვიტეს და ონლაინ რეჟიმში გადავიდნენ.

 


Print