Error
ბაკურიანის საჯარო სკოლა 1 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზეა გადასული
ბაკურიანის საჯარო სკოლა 1 ნოემბრამდე იზოლაციაშია. სკოლის რამდენიმე მოსწავლეს და პედაგოგს კორონავირუსი აქვთ დადასტურებული და სწავლას ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ. ეს გადაწყვეტილება დირექციამ 19 ოქტომბრიდან მიიღო. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თამარ ბლიაძის განცხადებით,
1 ნოემბრიდან საგანმანათლებლო დაწესებულება სავარაუდოდ ფიზიკურ სივრცეში განაახლებას სწავლას.


Print