ბორჯომის ხუთი საჯარო სკოლის რვა კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები დისტანციური სწავლების რეჟიმზე ეტაპობრივად გადადიან. კოვიდ ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა ბორჯომის საბავშვო ბაღებში, თუმცა ვირუსის გავრცელების გამო ბორჯომის ხუთი საჯარო სკოლის რვა კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კონკრეტულად, რომელ სკოლებშია ინფიცირების შემთხვევები და რამდენი პირია იზოლაციაში გადაყვანილი, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს.
Print