დვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელძღვანელის ინფორმაციით, ვირუსის სავარაუდო სიმპტომები პირველკლასელ მოსწავლეს სკოლაში არ გამოვლენია. იზოლდა ლომიძის განცხადებით, კოვიდტესტირება ჩაუტარდათ პედაგოგებს და იგეგმება მოსწავლეების გატესტვაც. იმ შემთხვევაში თუ ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდება, სასწავლო პროცესი ხვალიდან სკოლაში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
Print