„სასკოლო და სასწავლო გარემოს არიან მონატრებული ბავშვები’’- ხათუნა ხარაზიშვილი
კოვიდ პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სასწავლო პროცესმა, ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა. საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ საშუალო და მაღალ საფეხურზე მყოფი მოსწავლეებიც. სკოლებში დაცულია კოვიდ რეგულაციები. მერხები 1 მეტრიანი დისტანციით არის დაშორებული ერთმანეთისგან.

პირველკლასელებს დღეს მერხთან ბუკები არ დახვდათ. მათ მხოლოდ სახელმძღვანელოები დაურიგდათ. დისტანციური სწავლება ბორჯომში, პირველი საჯარო სკოლის მხოლოდ 3-მა მოსწავლემ აირჩია.
მასწავლებლები სისტემატიურად გაივლიან კოვიდ ტესტირებას. ამ დროისვის მუნიციპალიტეტის მასტაბით ვაქცინირებულია მასწავლებლების 65 პროცენტი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებს 320 პირველკლასელი ყავს. ოცივე საჯარო სკოლაში, ფიზიკურ სივრცეში განახლდა სასწავლო პროცესი.


Print