ბორჯომის ყველა საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მისაღებად მზადაა
4 ოქტომბრიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის 11-ივე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ფიზიკურ სივრცეში განახლდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 840 აღსაზრდელს მიიღებს. ამ დროისთვის შენობებს უტარდება დეზინფექცია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
Print