ეპიდ. ვითარების ფონზე, სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება საბავშვო ბაღებში
პანდემიის და რთული ეპიდ. ვითარების ფონზე, სკოლებთან ერთად სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება საბავშვო ბაღებშიც. ბორჯომი საბავშვო ბაღების 840 აღსაზრდელს, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში არდადეგები გაუხანგრძლივდებათ.
როგორ განახლდება პროცესი და როდის მოუწევთ ფიზიკურად ბაღში წასვლა პატარებს უცნობია. განიხილება ონლაინსწავლების გეგმაც.

Print