ონლაინ სწავლება სკოლებში, ბაღებში, უნივერსიტეტებში - შეფასებები ბორჯომიდან
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს - აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

სასწავლო პროცესის კიდევ ერთხელ ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება ბორჯომში ადგილობრივებმა შეაფასეს. ნაწილი მომხრეა სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ თუ სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ განახლდა, ბავშვების ხარისხიან განათლებას ვერ მიიღებენ.

Print