სწავლა სკოლაში თუ დისტანციურად? - რას ფიქრობენ ბორჯომში
სწავლა სკოლაში თუ დისტანციურად? სექტემბერი ახლოვდება და ეს კითხვაც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. მშობლების უმრავლესობას აინტერესებს, შვილის მიყვანას საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებს თუ სახლიდან იმეცადინებს. გაურკვევლობაში არიან მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც.

თუმცა, პასუხი ჯერ არავინ იცის. ამ საკითხზე ადგილობრივების მოსაზრებები განსხვავებულია. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტები, ორივე პოზიციას თავიანთი არგუმენტებით ამყარებენ.

Print