პროფესიული განვითარების ტრენინგი აღმზრდელ-პედაგოგებისთვის
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ორგანიზებით, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგი მიმდინარეობს.

გადამზადებას, ბორჯომის საბავშვო ბაღების 25 აღმზრდელი გადის. ტრენინგ-მოდული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა. სასწავლო კურსს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა დოლიძე უძღვება.

ტრენინგი, 18 ივნისს დაიწყო და დღეს ტესტირებით დასრულდება. წარმატებულ მონაწილეებს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ და სერთიფიკატები გადაეცემათ.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების კურსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.

(R)

Print