პროფესიები და ახალი ამბები - ღონისძიება ბორჯომის №4 საბავშვო ბაღში
„პროფესიები“ და „ახალი ამბები“ ეს იყო მთავარი თემები, რომლის ირგვლივაც ბორჯომის #4 საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა. თავდაპირველად აღსაზრდელებმა ჟურნალისტისგან ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ თუ როგორ მზადდება ახალი ამბები და როგორ ხდება მისი გაშუქება ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და სოციალური მედიის საშუალებით.

ამის შემდეგ თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა როლი მოირგო. პროფესიების მიხედვით დაჯგუფდნენ და შესაბამის საქმიანობაში ჩაერთნენ. მათი მუშაობის პროცესს კი პატარა ჟურნალისტი და ოპერატორი თავიანთი ვიდეო კამერის ობიექტივში აფიქსირებდნენ.

„ერთი დღე ბაღში“ ასე ერქვა აქტივობას, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების ბოლოს, გუნდი სიმბოლურად დაჯილდოვდა.

Print