„დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ - შეხვედრა ბორჯომელ ახალგაზრდებთან
როგორ მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია და როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია დანარჩენებს , ამ თემაზე ადგილობრივ მოზარდებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი პარკში, ღია ცის ქვეშ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრის მონაწილეებს, პირადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებებიც დაურიგდათ.

პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა კოვიდ 19-ის ინფექციის პრევენციისათვის“ ახორციელებს ა.ო. ჰელფინგ ჰენდი. პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.


(R)

Print