ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები მეწარმეობას სწავლობენ
ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლებმა მინი კომპანიიები , ,,ნიში" და ,,პაციფიკა" ჩამოაყალიბეს. კომპანიების აქციონერები მეცხე - მეათე კლასის მოსწავლეები არიან, ისინი თვითონ ქმნიან ხელნაკეთ აქსესუარებს და ზრუნავენ მის რეალიზაციაზე.

ნინო კევლიშვილი, მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსწავლეების ხელმძღვენელი ამბობს, რომ პროექტი ბავშვებს ეხმარება ბიზნესის სამყაროს გაცნობაში და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

ახალგაზრდა ბიზნესმენების ნაკეთობებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმატებემაც არ დააყოვნა. ისინი კონკურსში მონაწილე საუკეთესო კომპანიებს შორის მოხვდნენ და იმედს იტოვებენ, რომ გამაჯვებასაც მოიპოვებენ.



Print