საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის 17 მარტს ღია კარის დღე გაიმართება
დრეს 17 მარტს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის ონლაინ ღია კარის დღეს მართავს.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ცენტრის ფეისბუკ გვერდზე დასვან კითხვები სამაგისტრო გამოცდასთან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.

რეგისტრაციის პროცესთან და გამოცდის შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ცენტრის სამაგისტრო ჯგუფის ხელძღვანელი ივანე წერეთელი უპასუხებს.
საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაციის პროცესი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება.

Print