მოსწავლეებისთვის მე-5 კლასიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.
განათლების მინისტრის განცხადებით პირბადის ტარება სავალდებულო ყველა სკოლაში, მე-5 კლასიდან ზემოთ იქნება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ პირბადე მოსაწავლეებს მშობლებმა უნდა გამოატანონ.


Print