უინტერნეტო სოფლები და სირთულეები დისტანციური სწავლებისას - სიმონ ჯანაშია
უინტერნეტო სოფლებიდან მოსწავლეების ნაწილი ვერ ახერხებს ონლაინ გაკვეთილებზე ჩართვას. ზოგიერთ სკოლაში კი სადაც საგაკვეთილო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა სკოლაში ვირუსით დაინფიცირების რისკს ხედავს და წასვლაზე უარს აცხადებს. რატომ არ გაითვალისწინა სახელმწიფომ ასეთი სოფლები და როგორ უნდა მომხდარიყო მოსწავლეების ხელშეწყობა სასწავლო პროცესის დროს; გაზაფხულზე, ონლაინ სწავლების დროს რა ხარვეზები გამოვლინდა და მას შემდეგ რა გამოასწორა განათლების სამინისტრომ; იმართება თუ არა სკოლები სამინისტროს მიერ და როგორ მოიქცეოდა საგანმანათლებლო დაწესებულებები კრიზისულ პერიოდში, დამოუკიდებლობის შემთხვევაში; როგორი იქნება განათლების ხარისხი საქართველოში პანდემიის ფონზე და რა უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ, სახელმწიფომ გრძელვადიან პერსპექტივაში - "დღის ამბების" შეკითხვებს პასუხობს სპეციალისტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია.
Print