დღეიდან ბორჯომის 10 საბავშვო ბაღში სწავლება დისტანციურ რეჟიმში განახლდება
დღეიდან, 16 ნოემბრიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღში სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 9 ნოემბრიდან დროებით დახურული იყო, ახლა კი მეცადინეობას ონლაინ ფორმატში განაგრძობენ. სწავლებას გაივლიან სასკოლო მზაობის ჯგუფები, ჯამში 258 ბავშვი.

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის აღდგენამდე, ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტებს გადასცემს.

Print