ბორჯომის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდება
ორშაბათიდან 9 ნოემბრიდან, ბორჯომში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდება, როგორც ბორჯომის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნინო ბენდელიანი აცხადებს აღსაზრდელები ბოლო პერიოდში COVID-19 -ს გამო არ დადიოდნენ, მისი თქმით ამ ეტაპზე დისტანციური სწავლებაც ვერ განხორციელდება.

9 ოქტომბრიდან დისტანციურად გაგრძელდება სწავლა ადიგენის და ასპინძის ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

ცნობისათვის, ორმა საბავშვო ბაღმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევის გამო მუშაობა უკვე შეწყვიტა.


Print