აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ აჭარის გარდა, 12 ოქტომბერს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას განაახლებენ.
"1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ისინი საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლები თუ გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ონლაინ ისწავლონ მათმა შვილებმა და სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით გააგრძელონ, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სიახლეებს, 12 ოქტომბერს აჭარის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები. ასევე, 19 ოქტომბერს აჭარის გარდა სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახებენ ფუნქციონირებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები", - განაცხადა ჩხენკელმა.

Print