დღეიდან ახალი სასწავლო წელი ბორჯომის 20-ივე საჯარო სკოლაში განახლდა
დღეიდან, 15 სექტემბრიდან სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დიდ ქალაქებში კი სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა. ბორჯომის 20-ივე საჯარო სკოლაში დღეს კარი გაიღო მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის, რომლებსაც შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ. მუნიციპალიტეტს წელს 317 პირველკასელი ჰყავს. სასწავლო პროცესი ქალაქის დიდ სკოლებში ჰიბრიდული სისტემით წარიმართება. არსებული მდგომარეობით, 1 ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.
Print