ახალდაბის სკოლა საქართველოში ყველაზე მედიაწიგნიერ სკოლად დასახელდა
მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ მედიაწიგნიერების კონკურსში, გამარჯვებულად და საქართველოში ყველაზე მედიაწიგნიერ სკოლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის სკოლა დასახელდა.

ზოგადად, მედიის განვითარების ფონდის ამ პროექტის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვას თავი ინტერნეტ სივრცეში ყალბი ინფორმაციისგან. ეს კონკურსი ფონდმა, ნიდერალნდების საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან და PHI საქართველოსთან პარტნიორობით მოაწყო.

,,მოუთმენლად ველოდით ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებას და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ 26 სკოლას შორის "ჟიურის რჩეული სკოლის ნომინაციაში" გამარჯვებულად ჩვენი, ახალდაბის საჯარო სკოლა გამოცხადდა.. განსაკუთრებით მეამაყება, რომ ამ გამარჯვებაში ჩემი პირადი წვლილიც არის“ - ამბობს ახალდაბის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს, თამარ დემეტრაშვილი, რომლის ორგანიზებითაც მიიღეს ამ კონკურსში მონაწილეობა ახალდაბის სკოლის მეთერთმეტეკლასელებმა.

ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებული სკოლის გუნდი სერთიფიკატებით, სიმბოლური საჩუქრებით და წიგნის მაღაზია „ლიგამუსის“ 300ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრა.


Print