ბაგა-ბაღები 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება - გიორგი გახარია
სკოლები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავრცელებს.
ამასთან, როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას თეატრებიც.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, 2 სექტემბრიდან დაგეგმილია დაბა მესტიის და ლენჯერის გახსნა.

"კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ელი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან", - წერს გახარია.

Print