მასწავლებლობის მსურველები გამოცდების შედეგებს დღეს 15 საათიდან გაიგებენ
დღეს 18 აგვისტოს, 15:00 საათზე საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და დაწყებითი საფეხურის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება. შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა ექნება 3 დღის განმავლობაში მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.


Print