ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.
როგორც მან განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.და ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს დაგეგმილია.

"სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში. იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებსა და სკოლებში", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Print